понедельник, 30 марта 2009 г.


                შპს. №27 მოზრდილთა პოლიკნინიკა ფუნქციონირებს 1958 წლიდან. ემსახურება მოზრდილებს 15 წლიდან ზევით. მისი სამოქმედო არიალი დაყოფილია რვაუბნად, რომელსაც ემსახურება რვა კვალიფიციური ექიმი და რვა ექთანი. ძირითადში ემსახურება კონიაკისა დაშამპანიურის დასახლებას. ასევე კლინიკაში მუშაობს 10 ექამი. სულ პოლიკლინიკაში მუშაობს 40 თანამშრომელი. კლინიკაში მოქმედებს ბიო-ქიმიური ლაბორატორია, რედგენის განოილება, კარდეოგრაფია. პაციენტებს ემსახურება შემდეგი კაბინეტები: კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, სტომატოლოგიური, ენდაკრინოლოგიური, ინფექციური, ნერვოპათოლოგიური, ონკოლოგიური, ოფთოლოგიური. კლინიკას 2004 წლიდან ხელმძღვანელობს ნანა ცირეკიძე.
            კლინიკამ აფხაზეთის დაცემის შემდეგ თავისათან შეიკედლა აფხაზეთიდან დევნილი ექიმები. ხოლო 1996 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე კლინიკად, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ნანა გერგედავა. კლინიკაში მომუშავე პერსონალი აფხაზეთიდან დევნილია, სულ 36 თანამშრომელი მათ შორის 13 ექიმი. კლინიკა ემსახურება გლდანი–ნაძალადევის რაიონში კომპაქტურად და კერძოდ ჩასახლებულ დავნილებს. იგი ემსახურება როგორჩ მოზრდილებს ასვე ბავშვებს.  თითოეულ ექიმს 600 ბავშვი ჰყავს უბანზე, მოზრდილები კი 2000, სულ 8 უბანია. კლინიკაში ფუნქციონირებს დიაგნოსტიკური ლაბორატორია, ექოსკოპია, რედგენის კაბინეტი.                        

                 №29 მოზრდილთა პოლიკლინიკა ფუნქციონირებს 1966 წლიდან. იგი ემსაურება 20 000- მდე პაციენტს.  იყო პერიოდი როდასაც ემსახურებოდა 25000-მდე პაციენტს. კლინიკაში დღეს დღეისობით მედპერსონალი შედგება 35 ადამიანისაგან. მათ შორის 15  ექიმი. იგი ძირითადათ ემსახურება ზაჰესის, ზემო ავჭალის, ზემკის, ცენტროლიტის, ქვემო ავჭალის და პატრა გლდანის დასახლებებს. აქ ფუნქციონირებს თერაპიული, ქირურგიული, ნერვოლოგიური, ოფთოლოგიური, ყელ-ყურ-ცხვირის კაბინეტები. კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია. კლინიკას 1978 წლიდან სათავეში უდგას  ლევან ჩანტლძე.          

            №24 ბავშვთა პოლიკლინიკა ფუნქციონირებს 1982 წლიდან, როგორც დამოუკიდებელი ბავშვთა დაწესებულება. ადრე იგი იყო მე-2 ბავშვთა პოლიკლინიკის, შემდეგ  №29, №23 კლინიკების ბავშვთა განყოფილება. 1995 წლამდე კლინიკა ემსახურებოდა 0-და 15 წლამდე 12500 ბავშვს. საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო პაციენტთა რაოდენონაბ იკლო და დღესდღეისობით მათი რიცხვი შეადგენს 6500 ბავშვს. ამჟამად  8 პედიატრიული უბნით,  კლინიკაში მოქმედებს კლინიკო-დიაგნოსტილური ლაბორატორია, ვაქცინაციის, ქირურგიულუ, ნერვეპათოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური, კარდიოლოგიური, ოფთოანმოლოგიური, სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟის კაბინეტები. კლინიკას ხელმძვანელობს 1985 წლიდან დოდო ჯიქია– ექიმ პედიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. პოლიკლინიკაში მუშაობს 34 პერსონალი მათ შორის 8 უბნის ექიმი, 6 სპეციალისტი, 2 პიდიატრიული განყოფილების გამგე, ექიმ ლაბირანტი, 8 უბნის მედდა და სხვა.